მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით 5 პირობას აყენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასახელებს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას დათანხმდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს.

„ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა „ვივამედში“ გადასვლაზე გამოკვლევებისთვის,
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ „ემპათიადან“, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზედაც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი

2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს

3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი „ემპათიის“ ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით

4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე „ვივამედში“

5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა არა დღეს, დღეს ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს პირველად შეხვდა.

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

🔴 საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? - თალაკვაძე სააკაშვილზე

🔴 ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება და ეს საგანგაშოა - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე