მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს, გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და შემთხვევები ძალიან ბევრია - ექიმები

ექიმები

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ და თერაპიული და ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა ლია მინდიაშვილმა, ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებზე ისაუბრეს. 

ექიმების განცხადებით, საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს, მათგან ყველაზე გავრცელებული „ა“ ტიპის ვირუსია.

ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ გრიპის შემთხვევები ნამდვილად  ძალიან ბევრია.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, გრიპის შემთხვევები მძიმედ მიმდინარეობს. 

„მომართვიანობა ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან დაწყებული თანაბრად ან ერთნაირად არის, ანუ არც მოუმატია, არც შემცირებულა. უბრალოდ ახლა ფაქტობრივად არის, რომ სეზონური ვირუსებიდან გრიპი პრევალირებს და გრიპის შემთხვევები ნამდვილად  ძალიან ბევრია. გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს ამ სხვა ვირუსებთან შედარებით. ახასიათებს - 5-6 დღე მაღალი სიცხე, ზოგადი ინტოქსიკაცია, ყელის, თავის, კუნთების და სახსრების ძლიერი ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებში შეიძლება, დიარეა იყოს გამოხატული. ახლაც რომ გავიკეთოთ ვაქცინა, ნამდვილად არ არის გვიანი, მარტის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.

ექიმ ლია მინდიაშვილის განცხადებით, რისკჯგუფს მცირეწლოვანი ბავშვები და 60 წლამდე მქონე პირები წარმოადგენენ. 

„პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძირითადად „ა“ და „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს. მათგან 50% შემთხვევებში „ა“ ტიპის ვირუსი ფიქსირდება. რისკჯგუფს წარმოადგენს - მცირეწლოვანი ბავშვები და 60-წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთაც მრავალი თანმხლები დაავადება  აქვთ. ეს არის: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები“, - აცხადებს ლია მინდიაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია - ივანე ჩხაიძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

👉 რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია

👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ