მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი

„ომიკრონის“ ახალ შტამს (XBB.1.5) ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. 

👉 XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და პირბადის ტარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.

„ამჟამად ცირკულირებს რამდენიმე სახეობის რესპირატორული ვირუსი. წამყვანია მაინც „ა“ გრიპის ვირუსი. ყველაზე ხშირად პაციენტები შემოდიან სწორედ ამ ვირუსით, ასევე, გვაქვს „ბ“ ტიპის ვირუსი და საკმაოდ ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემებს გვიქმნის 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულებში.

ახალი შტამები დაფიქსირდა ჩინეთში და აშშ-ში, ჯერჯერობით ჩვენთან ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს. ადამიანებმა მთლიანად დაივიწყეს კოვიდი და ეს ასე არ უნდა იყოს. ტესტირებასაც აღარ იკეთებენ. ცოტა მეტად მობილიზება უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულად არ გამოცხადებულა“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

ცნობისთვის, „ომიკრონის“ ახალი  შტამი XBB.1.5 29 ქვეყანაში გამოავლინეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს, გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და შემთხვევები ძალიან ბევრია - ექიმები

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია - ივანე ჩხაიძე

👉 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები