მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

ღორის გრიპი

ღორის გრიპით (H1N1) ინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში ბოლო ერთ კვირაში საგრძნობლად მოიმატა, გრიპის ამ კატეგორიამ ე.წ ჰონკონგის ვირუსი ჩაანაცვლა. სტაციონარში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობა ამ შტამით არის ინფიცირებული.

ექიმების განცხადებით, ღორის გრიპს სხვა ვირუსებთან შედარებით მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, გამოირჩევა მაღალი ტემპერატურით, რომელიც რიგ შემთხვევებში მედიკამენტებს არ ემორჩილება. 

ივანე ჩხაიძის თქმით, ახლა ქვეყანაში ყველაზე მეტად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს. 

„2023 წლის პირველ კვირას ყველაზე მეტი იყო ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის გრიპის ვირუსი. გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს - მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, ყელის, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ხველა. ახლა ქვეყანაში  ძირითადად ცირკულირებს  A ტიპის ვირუსი, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით. თუ წინა კვირას H3N2 ტიპის ვირუსი ჭარბობდა, ახლა უფრო მეტად „ღორის ტიპის“ ვირუსია გავრცელებული“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს, გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და შემთხვევები ძალიან ბევრია - ექიმები

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე

👉„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები