მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია... ალბათ, პრეზიდენტმა არ იცის და შესაძლოა, ჰგონია აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს - მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

ბოდბელი მიტროპოლიტი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსა და ამავე საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

„მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია, ასევე რამდენიმე ეკლესიამ. იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის, შესაძლოა ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს.

პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ხომ ხედავთ, მსოფლიოში როგორ არის პროცესები, არავინ ვიცით, რა იქნება შემდგომში. თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეს საერთო განხილვის თემა შესაძლოა გახდეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

ამასთან, სასულიერო პირმა ჟურნალისტის დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთის მხრიდან საპატრიარქოს მართვას ეხებოდა. 

„საქართველოს საპატრიარქო რუსეთიდან არ იმართება. არც ვფიქრობდი და არც მიფიქრია. ამის თქმა ჩვენი შეურაცხყოფაა“, - დასძინა მეუფე იაკობმა. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინაში ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი იბადება.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინასაც თავის დროზე უნდა ეღირსოს საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢  რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს აგზავნის - „ნოვაია გაზეტა“

📢 სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო

📢 განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

📢 კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

📢 „ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უზენაესი მეთაურის დასახული მიზნები სრულად არ შესრულდება“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

📢 რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა - The New York Times

📢 „უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - კულება ერდოღანის განცხადებაზე

📢 „ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია“ - ლუკაშენკო

📢 პუტინი მარტო დარჩა - ლავროვი დისტანცირებას ცდილობს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი