მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, ნაკლებად კონტაქტურია“ - ოთარ თოიძე

ექიმი ნევროლოგი

ექიმმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. 

„ვიზიტიდან ვიზიტამდე მისი მდგომარეობა მძიმდება. მოძრაობის ტემპი შენელებულია, ნაკლებად კონტაქტურია. ძირითადი ჩივილი ეს არის - ღებინება, თავბრუდახვევა, არასტაბილური სიარული. წამოდგომა დაჯდომის პროცესი გაძნელებულია. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. ამ დაავადების მკურნალობისთვის აუცილებელია სპეციალიზებული კლინიკა, სპეციალურად გაწვრთნილი შტატით და ამისთვის საჭიროა დრო. მკურნალობის დრო უცხოური გაიდლაინებით არის 2-3, ზოგჯერ 4 წელიწადი“, - აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სააკაშვილს 2-წლიანი მკურნალობა სჭირდება, გამოჯანმრთელების შანსი 20%-ია - მარიამ ჯიშკარიანი

✅ „დაავადებათა „თაიგული“ რომელიც აქვს ბატონ მიხეილს მოითხოვს დიდი ხნის მკურნალობას“ - ოთარ თოიძე

✅ „ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა“ - შოთა თუთბერიძე

✅ „სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე

✅ „მძიმეა დიაგნოზები, ის გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე