მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის ორგანიზმში მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს - დევიდ სმიტი

ამერიკელი ტოქსიკოლოგი

ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის განაცხადებით, მძიმე მეტალების არსებობამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში შესაძლოა მისი ინვალიდობა და სიკვდილიც გამოიწვიოს.

👉 სააკაშვილი მოწამლულია სხვადასხვა მეტალებით, რამაც მიგვიყვანა დემენციამდე - დევიდ სმიტი

ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, პაციენტის მძიმე ავადმყოფობა მოიცავს თუ არა სხვადასხვა ხარისხით დაინვალიდების რისკს ან სიკვდილს, სმიტმა უპასუხა: „დიახ, სიკვდილი და ინვალიდობა“. 

მისი თქმით, სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი მძიმე მეტალებისა და წამლებისგან დეტოქსიკაცია.

სმიტის განაცხადებით, საქართველოში ამგვარი სპეციალიზებული მკურნალობა არაა ხელმისაწვდომი.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალებით დეტოქსიკაციისთვის. შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იყოს ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში და აშშ-ში ჩვენ ასეთი დაწესებულებები გაგვაჩნია“, - განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არ უარვყოფ“ - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე

✔️ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო სრულად დისკრედიტირებული იქნება - ოლეგ ჟდანოვი

✔️ ფაქტობრივად, ომში ვართ, ომი გვაქვს ჩვენ, 2008 წლის ომი გრძელდება - გიული ალასანია

✔️ ყველა ელოდება თქვენგან ქმედებებს, რომლებიც ამ ყველაფერს დაასრულებს - ფეიგინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

✔️ დრო არ ითმენს, შესაძლებელია, პაციენტის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ საქართველოში კი არა უცხოეთშიც ვეღარ უშველოთ - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე