მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ უარვყოფ“ - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არ უარყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტს  სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მელიას თქმით, გასათავისუფლებელია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ სახელმწიფოსთვის არის შანსი შესანარჩუნებელი ევროპული განვითარების.

„მიხარია როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია.

არის საკითხები, როცა ბოლომდე გულახდილი ვერ ხარ, თუმცა არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია შესაძლებლობა შეხვედრის.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მისი მდგომარეობა, პატიმრობა, მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა არ არის თუნდაც ერთი ადამიანის წუხილი. მთელი სახელმწიფო ინტერესი, დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი სიცოცხლის გადარჩენის საკითხი ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ექნება დასავლური მომავალი.

ყულფი არის მოჭერილი სახელმწიფოს კისერზე. გასათავისუფლებელია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ სახელმწიფოსთვის არის შანსი შესანარჩუნებელი ევროპული განვითარების“,- აცხადებს ნიკა მელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო სრულად დისკრედიტირებული იქნება - ოლეგ ჟდანოვი

✔️ ფაქტობრივად, ომში ვართ, ომი გვაქვს ჩვენ, 2008 წლის ომი გრძელდება - გიული ალასანია

✔️ პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია მისი ჯანმრთელობისთვის - კელი დეგნანი სააკაშვილზე

✔️ „არ მგონია, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ისეთი ურთიერთობა იყოს, რომ ერთმანეთს აშინებდნენ“ - იაგო ხვიჩია

✔️ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად - შალვა ნათელაშვილი