მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უვადო მწვანე პასპორტი დიდი შეცდომაა და კოვიდ გადატანილების აცრა მნიშვნელოვანია“ - ზაზა წერეთელი

მწვანე პასპორტი იტალიაში

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ავსტრიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე წერს. 

როგორც წერეთელი აღნიშნავს, უვადო მწვანე პასპორტები არის ძალიან დიდი შეცდომა. 

„ავსტრიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა (პირველი ასეთი სახის ომიკრონის შტამის ირგვლივ) ნათლად აჩვენებს, რომ უვადო მწვანე პასპორტი დიდი შეცდომაა და რომ კოვიდ გადატანილების აცრა მნიშვნელოვანია.

კვლევამ აჩვენა რომ „ომიკრონ“ შტამს აქვს ძლიერი უნარი გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს და ყველაზე კარგ შედეგებს იძლევა ადამიანები ვისაც აქვს ბუსტერ დოზა, ვინც აცრილი იყო და მერე გადაიტანა კოვიდი, ან ჯერ კოვიდით იყო დაავადებული და შემდეგ აიცრა“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი