მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიღაც პოდოლიაკი უცხო ქვეყნის ჩაგვრაში რომაა, ნუ გამოაგზავნიდნენ, წასაყვანიც აღარ ეყოლებოდათ, ვის რაში სჭირდებოდა - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

ბოდბელი ეპისკოპოსი

„თუ რუსმა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინა, ევროპარლამენტში ჩაბუდებული რამდენიმე დეპუტატი საქართველოს მომავლის ოკუპაციას ახდენს, არ უნდათ მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

👉 როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია - მეუფე იაკობი სააკაშვილზე

მისი თქმით, რომ არა დასავლეთის დახმარება, დღეს უკრაინა ისეთივე დღეში ჩავარდებოდა, რა დღეშიც შაჰ-აბასმა ქართველები ჩააგდო. 

„ქართველი ერი თავად გადაწყვეტს ვინ არის მისი მოყვარე და ვინ დამაქცეველი. დღეს მსოფლიოში ხედავთ როგორი სიტუაცია, თითქმის ყველგან ომია - გაუტანლობაა. საშინელი ომია უკრაინაში, კიდევ კარგი უკრაინის ჯარს ეხმარება მსოფლიო. დღეს უკრაინას ასეთი დახმარება რომ არ ჰქონდეს, ალბათ, შაჰ-აბასმა რა დღეშიც ჩაგვაგდო ქართველები, ასეთ დღეში ჩავარდებოდნენ“, - აღნიშნავს  ბოდბელი ეპისკოპოსი.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგებისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. 

„ვიღაც პოდოლიაკი, უცხო ქვეყნის ის, აი, ასე ჩაგვრაში რომ არის, საჯარო პირი, ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ რა, არ გამოეშვათ. დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე, არ გამოეშვათ და ეს ამბები არ იქნებოდა. 16 წელია ამათი მხრიდან [ნაცმოძრაობა] აოხრება მიდის ქვეყნის, უკრაინელებზე არ ვამბობ, ამათი მხრიდან აოხრება მიდის ქვეყნის 2007 წლის ბოლოდან უკვე წინააღმდეგობა წავიდა. ისტორია როდის დაიწყო?! 2020-ში დაიწყო, თუ როდის, მაგათზე მეტი ყველას გვაქვს გაკეთებული და გავაკეთებთ კიდევაც.

იმ ხალხს, რომელსაც ამწარებენ, წესიერად მოექცნენ. ადამიანებსაც ეშლებათ. სულ მართლები როგორ არიან, რომ  ბოდიშის მოხდა არ უნდათ. ქართველი ერი ის ერია, რომელიც ბრძენია. ჩვენთან ბრბო არ არის ხალხი, ჩვენთან ბრძენია ხალხი. 

დამთავრდება ეს უსამართლო ომი უკრაინაში და მსოფლიო უკეთესი გახდება?  მეეჭვება. ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს, რუსმა თუ 20% ოკუპაცია მოახდინა, ისინი საქართველოს მომავლის ოკუპაციას ახდენენ, არ უნდათ მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ.

ვისზე ნაკლები ვართ, თუნდაც უკრაინელებზე?! ისტორიით, კაცობით და ყველაფრით, რას ერევიან ზედმეტად ჩვენი ქვეყნის საქმეში!  კარგად იცოდნენ, რომ ქართველ ხალხს აბრაზებენ. არის ისეთი საკითხები, რაზედაც კომპრომისზე წასვლა შეიძლება, მაგრამ არის ისეთი საქმეები, რაზედაც ჩვენი ერი კომპრომისზე არავისთან წავა. ეს ლაჩრები უცხოელებს, რომ წერენ თურმე ყველა ზომა მიიღონ, შეიძლება მასე?! ქართველებისთვის კარგი უნდათ? თუ რამეში შეჯიბრებაა საჭირო, ერთმანეთის სიყვარულში გავეჯიბროთ. რას უშვებდით, წასაყვანიც აღარ გეყოლებოდათ, ვის რაში სჭირდებოდა“, - აცხადებს მეუფე იაკობი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი, შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას - ემანუელ ლახანი

👉 თუ არ იქნება სწორი მკურნალობა, კრუნჩხვებმა შეიძლება მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე - ემანუელ ლახანი სააკაშვილზე

👉„მიეცით მიშას სიცოცხლის უფლება“ - გიორგი სააკაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს

👉 პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, სულ წევს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი - ნიკა მელია