მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!“ - კალაძე სააკაშვილის საქართველოში ყოფნაზე

კახა კალაძე არჩევნებზე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარიც გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინა. თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?! - კახა კალაძემ ძალიან ძალიან ბევრი რამე იცის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს - უშიშროების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, მართლაც, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „მიხეილ სააკაშვილმა გამოაჩინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭირო არის ყველა პატრიოტისთვის“ - ნიკა მელია

🔴„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“ - მამუკა მდინარაძე

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე