მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანას ამზადებენ ჩასაკეტად, საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე Pia.ge
1626172465
COVID-19

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აფასებს.

მისი თქმით, საქართველოში ერთი-ერთი გამეორდება ინდური სცენარი. ფხაკაძის პროგნოზით, ქვეყანას ჩასაკეტად ამზადებენ:

„საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში, პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში, ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში. ვაფრთხილებდი ყველას ჯერ კიდევ 2 თვის უკან, რომ სისტემა ყოფილიყო მომზადებული და ყველა რესურსი მობილიზებული ყოფილიყო, რა გაკეთდა?! არაფერი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რას აკონტროლებს? ეს ცენტრი გადაიქცა მაყურებლად, ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „აკონტროლოს ეს ვირუსი“. მავნე არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ, კლავს. სანამდე? სანამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! ვინმე გამცემს პასუხს?! დავიღალე ამდენი უნიათო ვითომ პროფესიონალების ყურებით, 2020 წლიდან ვუხსნი, მაგრამ არ ესმით, რატომ? - თქვენ შეეკითხეთ“, - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფხაკაძე აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას:

👉 ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი)

👉 პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან)

👉 ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის)

👉 მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი)

👉 წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი)

👉 საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის „QR“ კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაწეული ყალბი „კოვიდ პასპორტების“ გამოყენება საქართველოში

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ამბობს, რომ კორონავირუსის მართვა შესაძლებელია, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიას არ ან ვერ მართავენ:

„ამ ვერაგი ვირუსის მართვა შესაძლებელია, მაგრამ აშკარად არ ან ვერ მართავენ რამაც გამოიღო შედეგი:

◼️6000-მდე მოქალაქე მოკლეს

◼️ქვეყანას ამზადებენ ჩასაკეტად

◼️ ჩვენი ბავშვები არიან აბსოლუტურად დაუცველნი

◼️ამოვიდა ყელში ეს არაპროფესიონალიზმი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 619 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 379673-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5479 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 360558 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,3%, ბოლო 14 დღის - 4%, ბოლო 7 დღის - 4,26%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში“ - ამირან გამყრელიძე

✅„საგანგაშო სიგნალია, რომ იმატებს ინფიცირებული ბავშვების რიცხვი“ - პაატა იმნაძე

✅„მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატება, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია“ - თამარ გაბუნია