მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყნის მასშტაბით პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა გაიზარდა“ - თამარ გაბუნია

ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია
1627213481
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა გაიზარდა.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მაღალი გვქონდა გასული ტალღების პერიოდშიც. ახლა დელტა შტამების და სხვა შტამების მოლოდინმა და იმან, რომ შესაძლოა ამას უფრო მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს, გარკვეულად შიში გაზარდა და პაციენტების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით, პედიატრიული პაციენტების მშობლები ითხოვენ ჰოსპიტალიზაციას.

პედიატრიული კლინიკები ცალსახად მიუთითებენ იმაზე, რომ ბავშვები, რომლებიც მოდიან მათთან, არიან საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობის, შესაძლოა ჰქონდეთ ტემპერატურის მომატება, რაც შეიძლება იყოს ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის დროს და არაფერ განსაკუთრებულ რისკს ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს შიშიც უნდა დავძლიოთ იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 „დელტა შტამი“ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“

👉 დელტა შტამს შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?