მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგი ბაქრაძის საქმეზე რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით დარღვევა ვერ დაადგინა“ - ჯანდაცვის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე
1616416933
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით დარღვევები ვერ დაადგინა.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საკმაოდ გაფართოებულად მიმდინარეობს. გამოძიებაში ჩართული არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ჩვენ ველოდებით დასკვნას, რომელიც მის მიერ უნდა დაიდოს, რათა ვიცოდეთ სიკვდილის მიზეზი.

აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ იყო თუ არა რაიმე გადაცდომა, თუმცა პირველადი მოკვლევით, რომელიც რეგულირების სააგენტოს აქვს გაკეთებული, ყველა საჭირო მანიპულაცია ჩატარდა დროულად და ამ ეტაპისთვის სააგენტოს დარღვევა აღმოჩენილი არ აქვს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი

„ვაქცინაციის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, თუმცა დასადგენია იყო თუ არა შოკი“ - გამყრელიძე

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი“ - ტიკარაძე