მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1626781052
COVID-19

„ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი დაცვა აქვს, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეანიმაციაში მოხვედრისა და გარდაცვალებისგან ყველა ვაქცინა იცავს ადამიანს.

„ჯერჯერობით, სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომლებიც ვაქცინაციისთვისაა გამოყოფილი. ეს არის ჩვენი უბედურება დღეს, რომ ვიძახდით, არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა, ახლა ვაქცინა ხომ ბევრია, დღეს 12 000-მდე ადამიანი აიცრება, ძალიან კარგია, მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ხვალ ამის ნახევარია დაჯავშნილი.

თუ ჩემი არა, ყველა ჩემი კოლეგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამბობს, რომ მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, ე.წ. ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინა შედარებით ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ადამიანს ლეტალური შედეგისგან ისიც იცავს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ორი ორჯერადად აცრილი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“ - ამირან გამყრელიძე

👉 „ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება“ - პაატა იმნაძე

👉 პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს