მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1625567943
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული.

მისი თქმით, ამ დროისთვის რაიმე მძიმე მიმდინარეობა არც ერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

„საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევა დადასტურებული, 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული, მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმისი რისკი, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა მეტად გაგრძელდეს, არსებობს და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

„ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“