მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ უარს ვიტყვით ვაქცინაზე, გარდაუვალია შემთხვევების მატება, რასაც მოჰყვება სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციურის ყოფილი დირექტორი
1616390438
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციაზე მასობრივი უარი ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდას გამოიწვევს, რასაც შეზღუდვების გამკაცრება, ნაწილობრივი ან სრული „ლოქდაუნი“ მოჰყვება.

„თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ინფიცირების დაბალი რიცხვი, დაიკლოს გარდაცვლილთა რიცხვმა და შესაძლოა, ნულზე დავიდეს, ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მთავარია, ადამიანებმა დაძლიონ სკეპტიციზმი და მაქსიმალური რაოდენობით ვაქცინაცია ჩატარდეს.

„დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე, პირდაპირ ვთქვათ, გვაქვს ორი შესაძლო სცენარი და ორი პერსპექტივა. პირველი, რომ დავძლევთ იმ სკეპტიციზმს და უნდობლობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ისედაც იყო საქართველოში და ამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო, გააძლიერა ეს ნეგატიური ტენდენციები ვაქცინის მიმართ. ბოლო ორ დღეში შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. უნდა დაძლიონ ეს სკეპტიციზმი და უნდა ჩაერთონ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში.

დღეში ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანის აცრა მაშინ, როცა ვცრიდით 400-500 ადამიანს ხოლო იმ შემთხვევის შემდეგ, ასი ადამიანი ძლივს აიცრა.

მეორე სცენარით თუ წავალთ, თუ გავჯიუტდებით და უარს ვიტყვით ვაქცინაზე, მივეცემით სკეპტიციზმს, არ გვექნება ნდობა ვაქცინაციის მიმართ და არ ჩავებმებით კამპანიაში, მაშინ გარდაუვალია შემთხვევების მატება, სამწუხაროდ ალბათ გარდაცვლილთა მატებაც. ამას თან მოჰყვება შეზღუდვების მატება, სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი და უამრავი დისკომფორტი. უნდა დავფიქრდეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ იტყვიან უარს ვაქცინაზე და პირიქით, რიგები იქნებ ვაქცინაციის პუნქტებთან და დღეში ჩვენ მოვახერხებთ 3-4 ათასის აცრას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ ვაქცინაციას მხარს არ დავუჭერთ და არ დავძლევთ იმ ერთეული გამონაკლისების შედეგად დამდგარ შიშს, გაცილებით უფრო მეტი ზიანი იქნება“- ეკატერინე ტიკარაძე

ამირან გამყრელიძე: თვითონ მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას რომ აცრილიყვნენ ამიტომ, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი