მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მასთან პოლიტიკური კითხვები არ მექნება“ - ნინო ლომჯარია სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

„მოვედი, რომ ვნახო მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობა. ჩემი მანდატიდან გამომდინარე, მაქვს შესაძლებლობა ვნახო. როგორც წესი დაკავებულები თავად საუბრობენ, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა სამედიცინო დახმარება, როგორი მოპყრობა იყო დაკავების დროს და ამ ინფორმაციას გამოვიტან.

მე არ მექნება მასთან პოლიტიკური შეკითხვები. თუ მას ექნება რამის თქმის სურვილი, შეუძლია. მე დავინტერესდები მისი უფლებრივი მდგომარეობით“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე