მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს წელი იყო სრული დეგრადაციის, რბილი ძალით რუსეთს საქართველო უკვე ოკუპირებული ჰყავს - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„რბილი ძალით რუსეთს საქართველო უკვე ოკუპირებული ჰყავს, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და კულტურულად“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა. 

ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოში სახეზე გვაქვს ეკონომიკური ექსპანსია, რუსეთიდან.

მისი თქმით, რბილი ძალით რუსეთს საქართველო უკვე ოკუპირებული ჰყავს.

„ეს წელი იყო სრული დეგრადაციის, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე, სოციალურ ეკონომიკურში. ეკონომიურზე ვიღაც შეიძლება შემეკამათოს, მაგრამ თუ ჩვენ ეკონომიკის გრძელვადიან ინტერესებს შევხედავთ, ის პროცესი, რაც მიდის ეკონომიკაში ესეც ძალიან ნეგატიური პრობლემატური ნიშნების მატარებელია სამომავლოდ ქვეყნისთვის. ეკონომიკური ზრდა აეგო რუსულ ინვესტიციაზე საქართველოში. რუსულ მოსახლეობას შოპინგი უყვარს, ყიდულობენ ყველას და ყველაფერს და შესაბამისად, ამით ხდება იმიტირება გარკვეული ეკონომიკური პროცესის, რაც ბუნებრივია ქართველის კეთილდღეობაზე პოზიტიურად არ აისახება.

საქართველოდან  მიგრაციის პროცესი გაზრდილია. დაახლოებით 100 000-მა სამუშაოს მაძიებელმა ქართველმა დატოვა ქვეყანა. ერთი წლის თავზე ჩვენ შეიძლება მივიღოთ შეცვლილი დემოგრაფიული სურათი ქვეყანაში. უნდა გვახსოვდეს, იმპერიების ექსპანსია, ოკუპაცია ეს არ არის მხოლოდ ტანკები და თვითმფრინავები არსებობს რბილი ძალა, რომლითაც ისინი ახდენენ ამა თუ იმ ტერიტორიების ოკუპირებას, ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს სხვებიც ასე იქცევიან.

ჩვენ სახეზე გვაქვს დღეს ეკონომიკური ექსპანსია, რუსეთიდან. 45 000 ანგარიში გაიხსნა ერთ კვარტალში მარტო საქართველოში, ეს რა ფულია, რას ხმარდება არავინ იცის. დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ისინი ცდილობენ ეკონომიური პრობლემები შეუქმნან რუსეთს. ამ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება ამ ომში. ამ დიდი გლობალურ ომში ეკონომიკურ პრიზმაში თუ გავხედავთ დასავლეთის მტრების ბანაკში ვართ. 

რბილი ძალით რუსეთს საქართველო უკვე ოკუპირებული ჰყავს, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და კულტურულად. წარმოუდგენელი რამ ხდება რესტორნებში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სწორ განცხადებებს აკეთებს. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას არჩევანი აქვს მხოლოდ ცუდსა და უარეს შორის და სწორედ ამიტომ, ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება.

„სალომე ზურაბიშვილი საუბრობს აბსოლუტურად სწორ რაღაცებს. იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც დღეს გამოდის და აკრიტიკებს, ბრძოლაში იყო ჩვენთან ერთად, იბრძოდა და აკრიტიკებდა იმ ხელისუფლებას. ახლა გამოდიან ბუჩქებში მსხდომები და რაღაცებზე ელაპარაკებიან. ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, არის ჭეშმარიტება.

ამ ხელისუფლებამ ფარსად აქცია სამართლიანობის აღდგენა. მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს რობაქიძის და გირგვლიანის საქმეში. ვინც მათთან არ არის ყველა „ნაცია“. საზოგადოება დაყვეს 2 ბლოკად „ნაცებად“ და „ქოცებად“. ხელისუფლებას მიშასთან დაკავშირებით, არ აქვს კარგი არჩევანი, ისეთ ტყლაპოშია შესული, ისეთ ჭაობშია ჩაძირული, მას აქვს ცუდსა და უარეს შორის არჩევანი. ამიტომ არ აკეთებენ არაფერს“, - დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სალომე ზურაბიშვილზე ძალიან დიდი შეტევაა, მისი უფლების და ღირსების შელახვა ხდება - გიული ალასანია

👉  24 თებერვლის შემდეგ, პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

👉 თუ უკრაინის გამარჯვებამდე ცოცხალი დავრჩი, მინდა ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს - მიხეილ სააკაშვილი

👉 ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს - მიხეილ სააკაშვილი

👉 „არ უარვყოფ“ - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე