მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილზე ძალიან დიდი შეტევაა, მისი უფლების და ღირსების შელახვა ხდება - გიული ალასანია

გიული ალასანია

„სალომე ზურაბიშვილის უფლების და ღირსების შელახვა ხდება“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. 

ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

„სალომე ზურაბიშვილზე ძალიან დიდი შეტევაა, ბოლო ხანებში განსაკუთებით. მისი უფლების და ღირსების შელახვა ხდება. პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება ფაქტობრივად შენი ქვეყნის ღირსების შელახვაა. არ მომეწონა თავდასხმა პრეზიდენტზე. ამის შემდეგ საერთოდ ცივილიზებული საზოგადოება ვართ? არ შეიძლება პრეზიდენტის მიმართ ასეთი ქმედებები. ჩემი შვილის გადარჩენის პროცესში მთელი მსოფლიო ჩაერთო. ვფიქრობ, ამან რაღაც შედეგი უნდა მოიტანოს.

ახლა ჩემი ერთადერთი საზრუნავი ჩემი შვილია და მისი როგორმე გადარჩენა. წონას კარგავს. მთლიანად მოხრილი დადის, ძირითადად წევს“, - აცხადებს გიული ალასანია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  24 თებერვლის შემდეგ, პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

👉 თუ უკრაინის გამარჯვებამდე ცოცხალი დავრჩი, მინდა ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს - მიხეილ სააკაშვილი

👉 ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, მუდმივად წინა ხაზზე ვივლიდი, 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ თავს - მიხეილ სააკაშვილი

👉 „არ უარვყოფ“ - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე