მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლების ამოცანა მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურებაა - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში

„ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შექმნილ ვითარებაში გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურება“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით, ოპოზიციის პროვოკაციაზე წამოგება სურდა. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის მთავარი ამოცანა, მესამე პრეზიდენტის ავტორიტეტის განადგურებაა. 

„ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შექმნილ ვითარებაში გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურება, მისი მაქსიმალურად დამცირება. არა ფიზიკური განადგურება, როგორც ოპოზიცია აპელირებს ამაზე, არამედ მორალური და პოლიტიკაში ასე ხდება. მთავარი ამოცანა პოლიტიკური გახლავთ, ვიღაცისთვის ავტორიტეტის მორალური განადგურება, რის შემდეგაც მისი ფიზიკური ყოფნა არანაირ პრობლემას აღარავისთვის აღარ წარმოადგენს.

ფიზიკური განადგურების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ჰეროიზაცია, ერთგვარი ლეგენდა შეიქმნას და პოლიტიკური სიმწვავე ამით კი არ ჩაქრეს, პირიქით უფრო გაძლიერდეს და აგრესიული გახდეს. 

სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, მომეჩვენა, რომ გარკვეულ თანამშრომლობას კრიმინალსა და ხელისუფლებას შორის, აი, ამ დადგმულ სცენარში ადგილი ჰქონდა. მთელი ეს ოპერაცია კრიმინალური მენტალიტეტით იყო დადგმული. ამბობენ, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ჰოლივუდური  სცენარის მიხედვით მოხდა, თუმცა ვფიქრობ, მისი გადაყვანის კადრები -  ეს არ იყო ჰოლივუდი, ეს იყო ბოლივუდი.

ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლების გახლდათ ის, რომ გარკვეულ პროვოკაციაზე წამოეკიდებინა ოპოზიცია და დრო სააკაშვილის გადაყვანის ამაზე მეტყველებს, რომ ემოციებს აყოლილი ოპოზიცია სადღაც შევარდნილიყო, ხელისუფლება, როგორც ჩანს ამისთვის ემზადებოდა. უნდა შექმნილიყო ფორმალური საფუძველი მერე, რომ გაელახათ ყველა და ყველაფერი და ზუსტად იმავე სცენარს იმეორებდნენ, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ განახორციელა. ეს ხდება ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოში არის უზარმაზარი პრობლემები“, - აცხადებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

✔️ „მედიათავისუფლების კუთხით საქართველომ უკან დაიხია, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია“ - მარკეტა გრეგოროვა

✔️ „ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია