მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა უკრაინისთვის“ - ბაიდენი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

აშშ-ის პრეზიდნტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ხერსონზე კონტროლის დამყარება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ბაიდენმა არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ეს გარდამტეხი მომენტი ომში.

ჯო ბაიდენს, ასევე, ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ კიევის მიერ ხერსონის დაბრუნების შემდეგ არის თუ არა კარგი დრო რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად? ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ აქვს მოსკოვთან მოლაპარაკების განზრახვა უკრაინის საკითხზე.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი გამარჯვება უკრაინისთვის. ყველაფერი ცოტათი შენელდება ზამთრის თვეების და მარტივად გადაადგილების შეუძლებლობის გამო“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ  ზამთრის პერიოდში უკრაინას იარაღს მიაწვდის.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მიაწოდებს უკრაინას იარაღს სანამ საჭირო იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე იფიქროს - ალექსანდრე გრუშკო

✔️ ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ პუტინმა სუროვიკინს დონეცკის ოლქის დაპყრობა დაავალა - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ ხერსონის ოლქში მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასში შეტევას გააძლიერებს - ISW

✔️ ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს „თაღლითი ქვეყანა“ უწოდა

✔️ პეკინი უკმაყოფილოა მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით - Reuters