მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს სჭირდება დაასრულოს ბიჭვინთის აგარაკის საკითხი, ბელორუსის ლიდერი გაუშვა, რათა შეეხსენებინა - ჯერ აგარაკი, შემდეგ აღიარება“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

„რუსეთს ძალიან სჭირდება დაასრულოს ბიჭვინთის აგარაკის თემა. ბელორუსის პრეზიდენტი გაუშვა {აფხაზეთში}, რათა შეეხსენებინა - ჯერ აგარაკი, შემდეგ აღიარება“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ ლუკაშენკო წაგებული არჩევნების შემდეგ პუტინის მძევალი გახადა. 

„პუტინმა გადაარჩინა ლუკაშენკოს ძალაუფლება, იყიდა მისი სული. ის შეიცვალა არა საქართველოს, არამედ ევროპის მიმართაც. თავის ხალხს ხოცავდა ქუჩაში. რომ არა პუტინი, მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით მოხდა ბელარუსი ოპოზიციონერების გაძევება. მას შემდეგ, რაც გააყალბა არჩევნები და ვეღარ შეინარჩუნა ძალაუფლება, უკვე გახდა პუტინის მძევალი. მას მთელმა ევროპამ არჩევნების შემდეგ ზურგი შეაქცია. 

რუსეთი დიდი ხანია ითხოვს უკრაინის ომში ბელორუსია ჩაერთოს. ლუკაშენკო ყველანაირად ცდილობ, ომს თავი აარიდოს. ტერიტორია დაუთმო, მაგრამ ხალხი არ შეჰყავს. ამ ფონზე როგორც ჩანს, მას ჰქონდა არჩევანი რაღაცით პუტინის გული მოეგო, არჩია ჩასულიყო აფხაზეთში“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგის განცხადებით, რუსეთს  ბიჭვინთის აგარაკი სჭირდება. 

მისი თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი ისე, რომ მან არც კი გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, არის დიდი შეურაცხყოფა. 

„რუსეთს ძალიან სჭირდება დაასრულოს ბიჭვინთის აგარაკის საკითხი. სულ მალე, ოქტომბრის ბოლომდე, აფხაზეთში უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, რომელმაც უნდა მოახდინოს რატიფიკაცია ხელშეკრულებისა ბიჭვინთის აგარაკის  გადაცემისა რუსეთისთვის. ეს არ არის ერთი აგარაკი, რუსეთს უნდა მთელი ტყის მასივი. მთელი აფხაზეთი ამის წინააღმდეგია. 

რუსეთმა ბოლო ძლიერი იარაღი გამოიყენა. ბელორუსის ლიდერი გაუშვა, რათა შეეხსენებინა - ჯერ აგარაკი, შემდეგ აღიარება. 

აფხაზები ელოდებიან მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველოსა და ბელორუსიის უშიშროების სამსახურებს შორის უნიკალური ხელშეკრულებაა დადებული და უცებ ისე ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ საქართველოს არც კი აფრთხილებს. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ლუკაშენკომ კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ჩასვლა. ლუკაშენკო შეშინებულია, ზურგი შეაქცია ყველამ“, - დასძენს კონფლიქტოლოგი. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს“ - ევროპარლამენტარი

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი 

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი