მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს“ - ევროპარლამენტარი

ვროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან

„ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან რიშარდ ჩარნეცკიმ განაცხადა. 

ევროპარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ხმას აიმაღლებს ლუკაშენკოს საშიში ნაბიჯის წინააღმდეგ.

მისი თქმით, ლუკაშენკოს ეს საქციელი საშიში ნაბიჯია. 

„ბატონი ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვფიქრობ მომხდარი საფუძველს გვაძლევს მინსკს მორიგი სანქციები დავუწესოთ. ეს პრაქტიკულად ძალიან საშიში ნაბიჯია ბელარუსის რეჟიმისგან, რაც გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპაში პუტინის ომის მხარდაჭერას და საგარეო პოლიტიკაში ინტერვენციას, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში. დარწმუნებული ვარ ევროკავშირი ხმას აიმაღლებს ამ ძალიან დელიკატურ საკითხზე“, - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი 

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი

✔️ მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსზე, არ მებრალებიან, დაეტიონ თავის ქვეყანაში, უკრაინამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა და მორბიან ახლა - ალეკო ელისაშვილი