მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

უგურ შაჰინი – თურქული წარმოშობის გერმანელი მეცნიერი.
1640005774
COVID-19

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“, - ამის შესახებ გერმანული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უღურ შაჰინმა განაცხადა.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ლაბორატორია სხვა ვაქცინაზეც მუშაობს.

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლია დაავადების გადაცემა. დაუცველ ადამიანთა გარემოცვაში  მყოფ პირებს მაინც მოუწევთ ტესტირების გაკეთება. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამ ახალი ვარიანტის სწრაფ გავრცელებას“ - განაცხადა უღურ შაჰინმა.

მისი თქმით, ვაქცინა  პანდემიას სრულად არ შეაჩერებს. ადამიანს, რომელსაც ვაქცინის ორი დოზა ექნება გაკეთებული, 20%-მდე იქნება დაცული „ომიკრონის“ შტამისგან.

„ორი კვლევა ადასტურებს, მესამე დოზის შემდეგ,  ვაქცინა იცავს 70%-ით დაავადების მძიმე ფორმისგან“, - აღნიშნავს უღურ შაჰინი.

 „ვაქცინა რჩება ეფექტური „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ, კერძოდ, სამი დოზის შემდეგ, თუმცა 95%-იანი ეფექტიანობა არ გვაქვს, რომელიც გვქონდა კორონავირუსის დასაწყისში. ვაქცინა თავისთავად საკმარისი არ იქნება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად“, - დასძენს BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა