მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

ომიკრონის შტამი
1639836932
COVID-19

„ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები იმ ქვეყნებში, სადაც მისი გავრცელება ხდება, 1,5-დან 3 დღეში ორმაგდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, ახასიათებს თუ არა „ომიკრონს“ უფრო მძიმე სიმპტომები.

„მუტირებული ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობა მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს გამოწვეულია თუ არა ვირუსის უნარით, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, ან მისი ინტენსიური გადადების უნარით, ან ორივეს კომბინაციით.

მეტი მონაცემებია საჭირო სიმძიმის პროფილის გასაგებად და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია და უკვე არსებული იმუნიტეტი. ჯერ კიდევ შეზღუდულია ხელმისაწვდომი მონაცემები და არ არის განხილული მტკიცებულება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობის თაობაზე“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

მათი განმარტებით, შემთხვევების ასე სწრაფად მატებასთან ერთად, შეიძლება ზოგიერთ ადგილში საავადმყოფოები გადაიტვირთოს.

„გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში კვლავ იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დაინფიცირების შემთხვევების სწრაფად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ ჯანდაცვის ბევრი სისტემა სწრაფად გადაიტვირთოს“, - აცხადებენ ჯანმოში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

„საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი