მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდს“ დამთავრების გეგმები არ აქვს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1657614422
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, კორონავირუსის ახალი ვარიანტების და მეშვიდე ტალღის დაწყების შესახებ ისაუბრა.

ბიძინა კულუმბეგოვი,  BA.4 და BA.5 შტამებს სერიოზულ მუტაციებს უწოდებს და დასძენს, რომ მათ ბევრი ადამიანის ინფიცირების უნარი აქვთ.

მისი თქმით, BA.5 შტამი პლანეტაზე ყველაზე გადამდებ წითელას მიუახლოვდა.

„ადამიანების ფსიქიკაში, პანდემია თითქოს დამთავრდა, თუმცა კოვიდს არ აქვს ეს გეგმები სამწუხაროდ. ნებისმიერი ვირუსს ახასიათებს მუტაცია, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი, რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს. 

BA.4 BA.5 ქვეშტამების გავრცელების პოტენციალია არის ძალიან გაზრდილი. ამ ვარიანტისთვის რეპროდუქციული ინდექსი არის 18. ის პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების წითელას მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს, შეუძლია დააინფიციროს 18 ადამიანი. თუ ადამიანმა გადაიტანა „ომიკრონის“ საწყისი ვარიანტი BA.1 BA.2, გაცილებით მეტია რეინფიცირება ახლა BA.4 BA.5-ით, ვიდრე იყო „დელტას“ და „ალფას“ გადატანის შემთხვევაში.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არის კორონავირუსის მზარდი ტენდენცია. ჩვენს ქვეყანაში 85%-იანი სეროპრევალენტობა 60%ზეა ჩამოსული, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას გაუცვდა იმუნიტეტი, რომელიც გადატანის შემდგომ ჰქონდა შეძენილი ან ხელოვნურად ვაქცინაციის გზით. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მაღალია. ძალიან რთულია დღეს რესპირაციული დაავადებების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ერთი რამ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გაციების დროს აუცილებელია იზოლაცია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. 

ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ გაზრდილი სტატისტიკის ფონზე ჰოსპიტალიზაცია - მაღალია, სიკვდილიანობა კი - არა.

მისი თქმით, ეს არის მეშვიდე ტალღის დასაწყისი.

„ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი. ახლა, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან დაგვიცავს.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის ძალა ინფიცირებისგან დაცვის არის მკვეთრად შემცირებული, მაგრამ საბედნიეროდ ვაქცინაციას შერჩა ძალა, დაიცვას ადამიანი სიკვდილიანობისგან და მძიმე მიმდინარეობისგან. ადამიანებმა პირბადე უნდა ატარონ დახურულ სივრცეში. ახლა ჩაკეტვის აუცილებლობა არ დგას. კლინიკური ნიშნები რაიმე გამოხატული ამ ინფექციას არ აქვს, ის არის სტანდარტულად მიმდინარე რესპირაციული დაავადება“, - დასძენს ალერგოლოგ-იმუნოლოგი. 

ამავე თემაზე:

📌 მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post

📌ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე