მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

„სამედიცინო პერსონალს დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს“
1639989671
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

კლინიკური დირექტორის თქმით, „ომიკრონი“ საქართველოსთვის „შტორმი“ იქნება და მოსახლეობას გადაუვლის. 

ამასთან, ექიმი ამბობს, რომ  ახალი ვარიანტი მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე. 

„ომიკრონი“ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვა და ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს. ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. აცრილებსაც შეიძლება დაემართოს „ომიკრონი“, თუმცა მარტივად გადაიტანენ. ჩვენ ისე გადავალთ მეექვსე ტალღაში, ვერც შევიგრძნობთ. ის მდგომარეობა, რა სიმძიმეც აქვს მეხუთე ტალღას და გაივსო კლინიკები, ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები, „ომიკრონის“ მასიური შემოსვლა გამოიწვევს თერაპიული განყოფილებების შევსებას, რაც მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე. 

მაქსიმალური დაცვა არის დამატებით ვაქცინაცია, ამის შემდეგ შემსუბუქდება დაავადების ხარისხი, მისი გავრცელება მიმდინარეობა და, რა თქმა უნდა, გართულებები. „ომიკრონის“  დროს ძალიან ბევრს ექნება ისეთი შეგრძნება, როგორიც არის ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების დროს. თუ ადამიანი არ გაიტესტა, ამ დაავადების გადატანას ვერ შეიგრძნობს. 

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს. დღევანდელი სიტუაცია, საზეიმო ღონისძიებები და სუფრები დიდ საფრთხეს ქმნის. ინფიცირებულთა ზრდა იანვრის ბოლოში გამოჩნდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა მასობრივი ვაქცინაცია და ბუსტერია. 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელება არის ძალიან მარტივი, შეჩერება კი რთული. 

„რეკომენდებულია რომ ბუსტერი ჩატარდეს „ფაიზერით“. ეს ისეთია ვაქცინაა, რომელიც თანაბრად მუშაობს. სხვა რეკომენდაცია არ გვაქვს მიღებული. „ფაიზერით“ აცრა ამ ეტაპზე არის ყველაზე სანდო. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი დღეისათვის, რომელიც შეაფერხებს 50%-ით დასნებოვნებას. „ომიკრონი“ უფრო მეტად დამახასიათებელია ახალგაზრდული ასაკისთვის და, ასევე, ასნებოვნებს ქრონიკული დაავადების მქონე გადატანილ პაციენტებს. 

ის, რომ 2022 წელი იქნება ვირუსის დასასრული, ამის განცდა არ მაქვს. აუცილებელია, მთელმა მსოფლიომ დაიცვას არსებული რეგულაციები, რათა იყვნენ უსაფრთხო მდგომარეობაში. გავრცელება ეპიდემიოლოგიურად არის ძალიან მარტივი მექანიზმი, ხოლო მისი შეჩერება, შეფერხება არის 10-ჯერ უფრო რთული“, - აღნიშნავს  რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა