მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი
1640076339
COVID-19

„ომიკრონის“ შემთხვევების მატების გამო  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი, საზოგადოებას  სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 

„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“, - აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ტედროსმა განაცხადა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე დელტას ვარიანტი და იწვევდა ინფექციებს უკვე ვაქცინირებულ ადამიანებში.

„ახლა არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება იმისა, რომ  „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტას ვარიანტი და სავარაუდოა, რომ Covid 19-ისგან ვაქცინირებული ან გამოჯანმრთელებული ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ  ხელახლა“, - აღნიშნა ტედროსმა.

მისის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა