მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

დაავდევა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1639996579
COVID-19

„ომიკრონის“ შტამს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დადასტურდა, ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, სწრაფი გავრცელება და უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, „ომიკრონის“ შემოსვლა მცირედით დასტაბილურებული ეპიდსიტუაციას მალევე არ შეცვლის.

„აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი „ომიკრონის“ შტამისთვის, დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე, ბავშვებს.

ჯერჯერობით რაც არის შემთხვევები და დღევანდელი რიცხვით 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, შედარებით მსუბუქია მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება, რთული საპროგნოზოა, რადგან მას სწრაფი გავრცელების და ადვილი გადამდებლობის უნარი აქვს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა