მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

„კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“
1640080667
COVID-19

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი Covid-19 ვარიანტების გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს მუტაციებთან, რომლებიც ხდება ინფიცირებულ ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემა უკვე დასუსტებულია.

მკვლევარებმა უკვე შენიშნეს, რომ Covid-19 შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვის განმავლობაში იმ პაციენტებში, რომლებიც არიან აივ დადებითები და სხვადასხვა მიზეზების გამო, არ იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც მათ ჯანსაღი ცხოვრების საშუალებას მისცემს.

„ჩვეულებრივ, თქვენი იმუნური სისტემა საკმაოდ სწრაფად გამოდევნის ვირუსს, თუ სრულად ფუნქციონირებს“, - ანიშნა პროფესორმა ლინდა-გეილ ბეკერმა, რომელიც ხელმძღვანელობს Desmond Tutu HIV-ის ფონდს კეიპტაუნში.

„ადამიანში, რომლის იმუნიტეტი დასუსტებულია,  ვირუსი უბრალოდ არ მიდის, მრავლდება და გამრავლებისას განიცდის პოტენციურ მუტაციებს. ადამიანში, სადაც იმუნიტეტი დასუსტებულია, ეს ვირუსი შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვე“, - დასძენს პროფესორი. 

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი აივ ეპიდემიის სამშობლოა.

„ეს ძალზე იშვიათი მოვლენაა, თუმცა  იმუნოსუპრესირებული {მდგომარეობა, როდესაც სხეულს აქვს შემცირებული უნარი ადეკვატურად ებრძოლოს ინფექციებს.} პირები ძირითადად შეიძლება იყვნენ ვირუსის ევოლუციის წყარო“, - აღნიშნა პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ.

„კავშირი იმუნოსუპრესირებულ პაციენტებსა და Covid-ის ახალ ვარიანტებს შორის არის „უაღრესად დამაჯერებელი ჰიპოთეზა“. მაგრამ ეს არ არის დადასტურებული. ჩვენ ვნახეთ ხუთი ვარიანტი, რომელიც მოდის ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან“, - განაცხადა პროფესორმა სალიმ კარიმმა, წამყვანმა აივის სპეციალისტმა და სამხრეთ აფრიკის მთავრობის Covid19 საკონსულტაციო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მეცნიერები, ასევე, აღნიშნავენ, რომ არსებობს მრავალი სხვა მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაირღვეს ადამიანების იმუნური სისტემა.

მაგალითად, ალფა ვარიანტის გაჩენა დაკავშირებულია პაციენტთან, რომელიც მკურნალობდა კიბოზე დიდ ბრიტანეთში.

„დიაბეტი, კიბო, შიმშილი, ავტოიმუნური დაავადებები, ქრონიკული ტუბერკულოზი, სიმსუქნე - ჩვენ გვყავს დათრგუნული იმუნიტეტის მქონე ადამიანების უზარმაზარი პოპულაცია სხვა მიზეზების გამო“, - აღნიშნა პროფესორმა მარკ მენდელსონმა, კეიპტაუნის Groote Schuur-ის საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელმა.

სამხრეთ აფრიკაში თითქმის რვა მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ-ით. მაგრამ მათი დაახლოებით მესამედი ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს.

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ Covid–ის რომელიმე ამჟამინდელი შეშფოთების ვარიანტი გაჩნდა აფრიკაში, თუმცა სამხრეთ აფრიკაში ისეთივე გადამდები ვარიანტის მოულოდნელმა გაჩენამ, როგორის „ომიკრონია“, გააძლიერა ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს დაკავშირებული ვინმე ადგილობრივთან, რომელსაც აქვს კომპრომეტირებული იმუნური სისტემა“, - აცხადებს სპეციალისტი.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი

⚫„ომიკრონი“ დელტასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები რამდენიმე დღეში ორმაგდება - ჯანმო

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა