მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე დელტა ვარიანტი“ - აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

კორონავირუსის შტამი ომიკრონი
1638775071
COVID-19

„ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე დელტა ვარიანტი, რომელიც ჰოსპიტალიზაციის ზრდას  განაგრძობს“, - ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მეცნიერებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.

სამხრეთ აფრიკის  მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები საგანგაშოდ არ გაზრდილა.

„ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ ამ ვარიანტს სიმძიმის დიდი ხარისხი აქვს. თუმცა, ნამდვილად ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის თაობაზე, რომ ის ნაკლებად მძიმეა ან ნამდვილად არ იწვევს მძიმე დაავადებას, დელტა ვარიანტთან შედარებით“, - აცხადებს ენტონი ფაუჩი.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი