მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, უნდა ვაღიაროთ, ქვეყანას უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1638001050
COVID-19

„თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, რისი წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ჯანმოს ასეთი სწრაფი რეაგირება ჯერ კორონავირუსის არცერთი შტამის აღმოჩენაზე არ ჰქონია. 

„ჯანმომ ამ შტამს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა, რომელიც არის „შეშფოთების“ ვარიანტი და ასევე, მოულოდნელად მისცა ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი „ომიკრონი“. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმოს არცერთ შტამზე არ მოუხდენია.

ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის ითვლება, რომ ამ შტამს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, რისი წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

👉 ომიკრონი - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტს?

👉 „კორონავირუსის ახალ შტამს რეინფიცირების მეტი უნარი აქვს“ - ამირან გამყრელიძე

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫  რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

⚫  21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება