მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

99% ხელების და ფეხების გარეშე - „აზოვსტალის“ დამცველის სერგეი ვოლინას და გათავისუფლებული დამცველების მდგომარეობაზე

ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო აცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.

„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, გათავისუფლებული სამხედროები საშინელ მდგომარეობაში არიან. თუმცა ბედნიერები არიან, რომ რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნება შეძლეს.

მისი თქმით, „აზოვის“ ბატალიონის ზოგიერთ მებრძოლს არ ესმის და ვერ ხედავს და ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

„თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა“, - განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.

მისი თქმით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით მათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა სახლში დაბრუნდეს”, - დასძინა ხარკომ.

ამავე თემაზე: 

🔴 „წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

🔴 ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს

🔴 „პუტინი ტოქსიკური მასკულინიზმის მაგალითია“ - ბორის ჯონსონი

🔴 „პუტინი უფრო მეტ ნატოს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 პირობები, რომელთა სანაცვლოდაც თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდა