მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბრამოვიჩი კრემლში პუტინს შეხვდა და ზელენსკის ნოტა გადასცა - The Times

რომან აბრამოვიჩი

გასულ კვირას, 23 მარტს, დილით, კერძო თვითმფრინავი Hawker 800XP აფრინდა სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან, გაემართა აღმოსავლეთით შავი ზღვის თავზე და შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში სოჭის ზემოთ. ამის შესახებ The Times წერს.

იმავე საღამოს, იგივე თვითმფრინავი მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა და სტამბოლში დაბრუნდა. ბორტზე იყო რომან აბრამოვიჩი, ოლიგარქი და ჩელსის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მფლობელი, რომელიც ასრულებდა პრეზიდენტ პუტინის არაოფიციალური წარმომადგენლის როლს უკრაინასთან მოლაპარაკებებში.

მოსკოვში, The Times-ის ჟურნალისტების ცნობით, აბრამოვიჩი კრემლში პუტინს შეხვდა და ზელენსკის ნოტა გადასცა. მასში უკრაინის პრეზიდენტმა გამოავლინა შესაძლო კომპრომისები, რომელთათვისაც კიევი მზად არის ომის დასასრულებლად.

პუტინმა თითქოს გაბრაზებულმა უპასუხა აბრამოვიჩს: „უთხარი, რომ მათ გავანადგურებ“.

სტამბოლში აბრამოვიჩმა, სავარაუდოდ, უამბო თავისი შეხვედრის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატს რუსტემ უმეროვს, რომელსაც კიევმა უფლება მისცა მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ იბრაჰიმ კალინთან ერთად, ბრიტანული გამოცემის ცნობით, მათ სტამბოლის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში შეხვედრების სერია გამართეს.

პუტინის აღშფოთების მიუხედავად, ჟურნალისტების წყაროები ამბობენ, რომ მხარეები სულ უფრო უახლოვდებიან ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმებას.

კალინმა, რომელიც მიჩნეულია საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ექსპერტად, მხარეებს კომპრომისის სახით შესთავაზა, რომ ოკუპირებული ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი იჯარით გადაეცა რუსეთს, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდა ჰონკონგს. 

პუტინი განიხილავს ასეთ წინადადებას, მაგრამ მისი გაბრაზება უკრაინაში რუსი სამხედროების წარუმატებლობის გამო და ზელენსკისადმი მისი პირადი სიძულვილი ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას.

როგორც გამოცემა წერს, სტამბოლში ამ საუბრის შემდეგ აბრამოვიჩი და უმეროვი ვარშავაში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ კიევში, სადაც ბანკოვას მახლობლად შეხვდნენ ზელენსკის.

პროცესში ჩართული პირები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აბრამოვიჩს წმინდა მერკანტილური ინტერესები ამოძრავებდა, რათა დაეხსნა თავისი ქონება სანქციების ზეწოლისგან, განსაკუთრებით ბრიტანეთში და აღედგინა რეპუტაცია. თუმცა, სტატიის ავტორების თქმით, როგორც ჩანს, აბრამოვიჩს ნამდვილად სურს ომის დასრულებაში დახმარება და შეშინებულია განადგურების მასშტაბებითა და ომში დაღუპულთა რაოდენობით.

დედამისი ირინა უკრაინაში დაიბადა, ხოლო მისმა ქალიშვილმა სოფიამ ღიად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

არც აბრამოვიჩმა, არც კალინმა და არც უმეროვმა არ უპასუხეს The Times-ის თხოვნას კომენტარისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენ გყავს წყაროები კრემლში... ნოემბერში ვიცოდით რუსეთის შემოჭრის შესახებ“ - უკრაინის დაზვერვა

👉 აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოლაპარაკებებზე მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ - WSJ

👉 როგორც ჩანს, პუტინი მზად არ არის უკრაინასთან კომპრომისებზე - reuters

👉 „ეს ხალხი საბრძოლველად კიდევ რამდენიმე წლით ემზადება“ - რუსი მილიარდერი

👉 დონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

👉 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

👉 მარიუპოლში დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა - ალყის 27 დღე და განადგურებული ქალაქი

👉 „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან“ - ირპენის მერი

👉 რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

👉 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი