მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელორუსია ემზადება 20 000 მობილიზებული რუსის მისაღებად - უკრაინის დაზვერვა

ბელორუსის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ 

ბელორუსია ამზადებს ადგილებს რუსეთის ფედერაციიდან მობილიზებული 20 000-ის დასაბინავებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო წერს.

აღნიშნულია, რომ მობილიზებულებმა უნდა შეავსონ ბელორუსიაში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. შევსების შედეგად „გამოცდილი“ და „ახალგაზრდა“ ჯარისკაცების თანაფარდობა უნდა იყოს 1-იდან 5-მდე.

დაზვერვის თანახმად, დაბინავებისთვის, იგეგმება არსებული სამხედრო სახსრების, ასევე სამოქალაქო შენობებისა გამოყენება. 

ასევე, ბელორუსის რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაავალა სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარონ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქვეყანაში ახლახან შემოსული რუსეთის მოქალაქეების მობილიზებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ფინეთი რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს - მედია

👉 „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე გაჟონვის ადგილის მახლობლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს - CNN

👉 სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

👉 „გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან, მეტიც, არც მსურს, გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა“ - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს

👉 „ასეთ წუმპეში კისრამდე ჩაფლული იდგეს „სიამოვნებით“, როგორც ჩერგოლეიშვილი დგას, სულ რამდენიმე ადამიანს ვხედავ“ - თაკო ჩარკვიანი