მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია“ - ვალერი ზალუჟნი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინამ მოახერხა ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზაცია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის დასტაბილურება. რთულია, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვითი ხაზების და პოზიციების შენარჩუნებას, არის M142 HIMARS-ის დროული ჩამოსვლა, რომლებიც მიზნობრივ დარტყმებს აყენებს მტრის სამეთაურო პუნქტებს, საბრძოლო მასალასა და საწვავის საწყობებს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ დასძინა, რომ მან ტრადიციულად თავის ამერიკელ კოლეგას ოპერატიული სიტუაციის შესახებ აცნობა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ მარკ მილისთან ერთად უკრაინული მხარის საჭიროებები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, თუ არ შეასრულებენ დაპირებებს“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 „ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება“ - ოლექსი გონჩარენკო

👉 ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

👉 „სევერსკი ჩვენი კონტროლის ქვეშაა“ - რუსული მხარე

👉 ბელორუსელ კაცს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ლუკაშენკოზე უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს