მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება“ - ოლექსი გონჩარენკო

უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, შესაძლოა, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირება იყოს. როგორც გონჩარენკომ აღნიშნა, ძლიერდება ზელენსკის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომელმაც გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად თავისი კადრი დანიშნა.

„ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. ის პრეზიდენტის პირადი მეგობარი, კლასელი და მეგობარია. მისი გადაყენება სამსახურის საქმიანობას წაადგება, რადგან უსაფრთხოების სამსახურში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. რაც შეეხება ვენედიქტოვას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების ფორმა ეჭვებს იწვევს, ეს პარლამენტის გარეშე მოხდა. მით უმეტეს ვენედიქტოვა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ეს პროცესი შეაჩეროს. ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა. ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მისი კადრი დაინიშნა“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

👉 „სევერსკი ჩვენი კონტროლის ქვეშაა“ - რუსული მხარე

👉 ბელორუსელ კაცს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ლუკაშენკოზე უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

👉 „სექსუალური ძალადობა რუსეთის მიერ ომის იარაღადაა გამოყენებული“ - ჯოზეფ ბორელი

👉 აზერბაიჯანი ევროკავშირს წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის - მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს