მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, თუ არ შეასრულებენ დაპირებებს“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ სკანდინავიური ქვეყნები არ შეასრულებენ დაპირებებს კონტრტერორიზმის შესახებ“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და დასძინა, რომ შვედეთის შემთხვევაში არსებული სურათი კარგად არ გამოიყურება.

„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ თუ ეს ქვეყნები არ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გავყინავთ პროცესს. რას ამბობს მთავარი ოპოზიცია ან სხვა პატარა ოპოზიცია ამა თუ იმ უცნაურ საკითხზე – ჩვენ არ გვეხება, ვიდრე ვართ ამ ქვეყნის მმართველი პარტია. ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით შვედეთი არ ავლენს კარგ სურათს. როგორც თურქეთის, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე განაცხადი წარუდგინეს. 29 ივნისს კი ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება“ - ოლექსი გონჩარენკო

👉 ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

👉 „სევერსკი ჩვენი კონტროლის ქვეშაა“ - რუსული მხარე

👉 ბელორუსელ კაცს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ლუკაშენკოზე უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

👉 „სექსუალური ძალადობა რუსეთის მიერ ომის იარაღადაა გამოყენებული“ - ჯოზეფ ბორელი