მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქვეყნების ზეწოლა რუსეთს ადრე თუ გვიან აიძულებს უკრაინის ტერიტორიების დატოვებას - ჩეხეთის პრეზიდენტი

მილოშ ზემანი, ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა საშობაო მიმართვაში უკრაინას მხარი დაუჭირა.

ზემანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის იყო რუსეთთან სწორი ეკონომიკური ურთიერთობების მომხრე, ძირითადად, შედარებით იაფი ენერგორესურსების მიწოდების გამო.

„მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ეკონომიკური ინტერესები უსაფრთხოების ინტერესებს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა მან.

ზემანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, მათ შორის ჩეხეთის უსაფრთხოებას.

„ამიტომ მე სრულად ვუჭერ მხარს ჩეხეთის დახმარებას უკრაინისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ქვეყნების ზეწოლა, ადრე თუ გვიან, აიძულებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების დატოვებას“, - დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ეს განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა“ - საგარეო სალომე ზურაბიშვილზე

👉 რუსეთის ქმედებების გამო რამდენიმე გემი თურქეთის წყლებში შემოწმებას თვეზე მეტია ელოდება - უკრაინა

👉 ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამრეწველო კომისიაში მის პირველ მოადგილედ დიმიტრი მედვედევი დანიშნა

👉 ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

👉 „არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო“ - ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს