მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ეს განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა“ - საგარეო სალომე ზურაბიშვილზე

ფასადი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ელჩების კონფერენციაზე“ არ მისვლას გამოეხმაურა.

„ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.

მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს „ელჩების კონფერენცია“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ზურაბიშვილი კონფერენციაზე არ მივიდა, რადგან როგორც მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.

„პროტოკოლური დარღვევა - პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, ეს დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის ქმედებების გამო რამდენიმე გემი თურქეთის წყლებში შემოწმებას თვეზე მეტია ელოდება - უკრაინა

👉 ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამრეწველო კომისიაში მის პირველ მოადგილედ დიმიტრი მედვედევი დანიშნა

👉 ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

👉 „არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო“ - ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს

👉 „სახელმწიფოს მეთაურს მეტი ჭკუა მოეკითხება“ - დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე