მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ქმედებების გამო რამდენიმე გემი თურქეთის წყლებში შემოწმებას თვეზე მეტია ელოდება - უკრაინა

მარცვლეულის გემი

„მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, 2 დღეში ოდესის პორტებში 390 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია 9 გემზე დაიტვირთა და აფრიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით გავიდა. რუსეთის ფედერაციის ქმედებებიდან გამომდინარე, რამდენიმე გემი თურქეთის წყლებში შემოწმებას თვეზე მეტია ელოდება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს.

„ეს არის რუსეთის დელეგაციის მიზანმიმართული ქმედებების შედეგი, რომლის მიზანია გემების ინსპექტირების პროცესის შენელება. ჯერ ინსპექტირების ჯგუფების რაოდენობა 3-მდე შეამცირეს, ახლა დაიწყეს გაჭიანურება. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს იმ ინდიკატორების შემოწმებაც კი, რომლებიც არ არის გათვალისწინებული“, - აცხადებს სამინისტრო.

ცნობისთვის, 1-ელი აგვისტოდან 594 გემმა დატოვა ოდესის პორტები, რომლებმაც 15,5 მილიონი ტონა უკრაინული საკვები აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში წაიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამრეწველო კომისიაში მის პირველ მოადგილედ დიმიტრი მედვედევი დანიშნა

👉 ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

👉 „არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო“ - ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს

👉 „სახელმწიფოს მეთაურს მეტი ჭკუა მოეკითხება“ - დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

👉 „ეფესბემ“ უკრაინული დივერსიული ჯგუფი გაანადგურა - რუსული მედია