მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში ოკუპანტებმა ცეცხლი საკუთარ პოზიციებს გაუხსნეს

პროვოკაციები აღმოსავლეთ უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპანტებმა პროვოკაციის მიზნით ცეცხლი საკუთარ პოზიციებს გაუხსნეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

კერძოდ, დასახლება პიკუზის მიმართულებით მათ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს იმისთვის ხდება, რომ თავდასხმაში შემდეგ უკრაინული ძალები დაადანაშაულონ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ღამის 4 საათზე სეპარატისტებმა ერთდროულად გახსნეს ცეცხლი როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ვოდიანოეს და ზაიჩენკოს დასახლებების მიმართულებით, ასევე საკუთარი ძალების პოზიციების მიმართულებით. 

„ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საოკუპაციო ძალები საკუთარ პოზიციებს ბომბავენ, რომ შემდეგ ჩვენს სამხედროებს დააბრალონ. ამით ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ მშვიდობიანი  მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ თავისი ცინიკურ დამოკიდებულებას“, - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებული ძალები პრორუსი სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის შესახებ იუწყებიან, რასაც ერთი უკრაინელი სამხედრო უკვე ემსხვერპლა.

თავის მხრივ სეპარატისტები, ვითარების დაძაბვაში და ცეცხლის გახსნაში უკრაინულ ჯარს ადანაშაულებენ. მეორე დღეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სეპარატისტებს ის რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში გაჰყავთ.

ამავე თემაზე: 

📎  ესტონეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცა

📎 ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

📎 დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ მობილიზაცია გამოცხადდა

📎 დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

📎 აშშ უკრაინის ბანკებზე კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს

📎 ბაიდენი - რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს

📎 დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დავალებით დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან