მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულ არმიას დაპყრობილ ტერიტორიაზე პოზიციების დაკავება უჭირს. მისი თქმით, პერსპექტივა იმისა, რომ უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელში უკრაინული დროშა აფრიალდეს, აშკარაა.

ზელენსკიმ, ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 28 პირის გათავისუფლება იგეგმება, რადგან სათანადოდ ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.

„ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ზარალის მიყენება შეძლეს. რუსეთის არმიას დაპყრობილ ტერიტორიებზე პოზიციების დაკავება სულ უფრო უჭირს. პერსპექტივა აშკარაა, უკრაინის დროშა ჩვენს ყველა ქალაქსა და სოფელში აღიმართება. ერთადერთი საკითხი დროა. სანამ ეს დრო გრძელდება, არ დაგავიწყდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი ხალხის ემოციური მხარდაჭერა

დღეის მდგომარეობით, ოკუპანტებისგან 1 028 დასახლების გათავისუფლება შევძელით. 2 621 ჯერ კიდევ დამპყრობლების კონტროლის ქვეშაა. ყველასთან, სადაც ხალხია,  ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საინფორმაციო კომუნიკაცია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. მიმდინარეობს სამსახურის საკადრო აუდიტი. 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება. განსხვავებული დონე, სხვადასხვა მიმართულება. მაგრამ მიზეზები მსგავსია, მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია“ - ვალერი ზალუჟნი

👉 „თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, თუ არ შეასრულებენ დაპირებებს“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 „ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება“ - ოლექსი გონჩარენკო

👉 ვიქტორია სპარცის განცხადება უკრაინიდან იარაღის სირიაში ან მექსიკაში მოხვედრის შესახებ რუსეთის ნარატივს ემთხვევა - დმიტრო კულება

👉 „სევერსკი ჩვენი კონტროლის ქვეშაა“ - რუსული მხარე