მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის მთავრობამ, დაპირების მიუხედავად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეამცირა - მედია

გერმანიის კანცლერი

გერმანიის მთავრობამ, დაპირების მიუხედავად, შეამცირა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ოპოზიცია ასეთ ქცევას სამარცხვინოდ მიიჩნევს. ამის შესახებ Ukrinform Die Welt-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მარაგების შემცირება გამომდინარეობს კიევისთვის მიწოდებული იარაღის სიიდან, რომელიც თავად ფედერალურმა მთავრობამ 21 ივნისს გამოაქვეყნა.

ოპოზიციამ მკვეთრად გააკრიტიკა შემდგომი მხარდაჭერის ნაკლებობა.

„ფედერალური მთავრობის დემონსტრაციული თავშეკავება იარაღის მიწოდებაზე ზიანს აყენებს გერმანიის რეპუტაციას. კოალიცია თვალს ხუჭავს იმაზე, რომ დემოკრატია და თავისუფლება ამჟამად დაცულია ზუსტად უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში“, - განაცხადა ბუნდესტაგში CDU ფრაქციის საპარლამენტო მდივანმა ტორსტენ ფრაიმ.

თუმცა, შოლცის მთავრობას აკრიტიკებენ არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ კოალიციაშიც, კერძოდ, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიაში.

„მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა სამაგალითოა, კანცლერს არ შეუძლია დამაჯერებლად გაამართლოს მძიმე იარაღის მიწოდების სურვილი“, - განაცხადა VDP-ის თავდაცვის პოლიტიკის სპიკერმა ალექსანდრე მიულერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინი შესაძლოა, ბირთვული იარაღით დაემუქროს უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებას - ISW

👉 „კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმებების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ეს მიღწეული იყო“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება“ - ვლადიმერ პუტინი

👉 დაუმორჩილებლობა და სიმთვრალე ყვავის რუსულ ნაწილებში - უკრაინის გენშტაბი

👉 ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს - Reuters