მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმებების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ეს მიღწეული იყო“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

„უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობის კომენტირებისას.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე მაშინ, როცა ის პრაქტიკულად მიღწეული იყო.

„ამ პირობების შესაქმნელად (მოლაპარაკებებისთვის), ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმებების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ეს მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“, - განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება“ - ვლადიმერ პუტინი

👉 დაუმორჩილებლობა და სიმთვრალე ყვავის რუსულ ნაწილებში - უკრაინის გენშტაბი

👉 ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს - Reuters

👉 პოლონეთმა აშშ-სგან Abrams-ის ტიპის 28 ტანკი მიიღო

👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა