მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირანული დრონების პრობლემა უკვე მოგვარებულია“ - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინა უკვე წყვეტს ირანული თვითმფრინავების პრობლემას და უკრაინის საჰაერო ძალებმა ისწავლეს მათი დაბლოკვა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვაგვარებთ (ირანული დრონების) პრობლემას. დიახ, უსიამოვნოა, მაგრამ უნიკალური საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი არ იძლევა ცის 100 პროცენტით დაფარვის გარანტიას. მიხარია, როგორც მუშაობენ ჩვენი საჰაერო ძალები. ჩამოაგდეს ამდენი „შაჰიდი“, ჩვენებმა ისწავლეს მათი დაბლოკვა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, სექტემბრიდან რუსეთის არმიამ ირანული კამიკაძე დრონების სამხრეთ უკრაინაში მასობრივი გამოყენება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბელორუსია ემზადება 20 000 მობილიზებული რუსის მისაღებად - უკრაინის დაზვერვა

👉 ფინეთი რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს - მედია

👉 „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე გაჟონვის ადგილის მახლობლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს - CNN

👉 სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ - ვიაჩესლავ ვოლოდინი