მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს - ბრიტანული დაზვერვა

რუსები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს.

„თუ მათ რაოდენობას დავამატებთ მობილიზებულ რეზერვისტებს, ხელმისაწვდომი სამუშაო ძალისა და ე.წ. ტვინების გადინების დაჩქარების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მზარდი გახდება“, - წერს დაზვერვა.

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან, ვიდრე რუსული ჯარების ჯგუფში იყო მიმდინარე წლის თებერვალში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბელორუსია ემზადება 20 000 მობილიზებული რუსის მისაღებად - უკრაინის დაზვერვა

👉 ფინეთი რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს - მედია

👉 „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე გაჟონვის ადგილის მახლობლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს - CNN

👉 სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

👉 „გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან, მეტიც, არც მსურს, გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა“ - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს