მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლავროვს ხელები ძალიან უკანკალებდა, ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ უკვე ძალიან თხელია“ - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი და სერგეი ლავროვი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი „ტვ პირველის“ ეთერში თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვის მიერ გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ლავროვს ეტყობოდა, რომ ღელავდა, რადგან იცის, თუ რა დანაშაულებს ჩადის რუსეთი უკრაინაში. 

„მე მივაქცევდი ყურადღებას იმას, რომ ძალიან უკანკალებდა ხელები. ეს ადამიანი პროფესიონალი დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის, რა მოხდა სინამდვილეში და რაც მთავარია, რატომ არის ეს მისთვის სახიფათო. ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ უკვე ძალიან თხელია და ძალიან ვიწროა ის ზღვარი, როდესაც ის აღმოჩნდება სამხედრო დამნაშავეების სიაში. მისი ხელების კანკალი საერთოდ არ შეესაბამებოდა მის ტექსტსა და გამომეტყველებას“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მხარეებს შორის შესაძლო მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა. 

„რაც შეეხება არსებულ ვითარებას, რუსებს ვურტყამთ მაგრად, გუშინ 2 რუსი მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა. მათ სირიის ტაქტიკა აირჩიეს - ქალაქების განადგურება, რადგან ხმელეთზე ჩვენს ჯარისკაცებს ვერ უმკლავდებიან. ჩვენი გეგმები მარტივია - სამხედრო დამარცხება ვაწვნიოთ რუსეთს ბრძოლის ველზე, გავხადოთ რუსული არმია არაბრძოლისუნარიანი და დასვათ მოლაპარაკების მაგიდასთან დამარცხებული რუსეთი არამარტო უკრაინასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

ამავე თემაზე:

✔️ რუსები უკან იხევენ - დიდი დანაკარგები ოკუპანტების პერსონალში, ტექნიკასა და იარაღში

✔️ ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

✔️ საქართველოში ღამურებს ბიოიარაღის მატარებლად განიხილავენ - რუსეთის თავდაცვის უწყება

✔️ „რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია“ - სერგეი ლავროვი

✔️  საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო - რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

✔️ „ლავროვს ხელები ძალიან უკანკალებდა, ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ უკვე ძალიან თხელია“ - არესტოვიჩი

✔️ „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

✔️ რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ