მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიუპოლში ვითარება უკიდურესად მძიმეა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება - აზოვის პოლკის მეთაური

ომი უკრაინაში

„მარიუპოლში ახლა სიტუაცია უკიდურესად რთულია, მაგრამ კონტროლის ქვეშ. ადრე თუ გვიან, ქალაქი განიბლოკება და ეს ოპერაცია წარმატებული იქნება“, - ამის შესახებ დმიტრო გორდონთან ინტერვიუში უკრაინის გმირმა, აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა.

„ამჟამად მარიუპოლში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ კონტროლის ქვეშაა. ჩვენ მას ბოლომდე შევინარჩუნებთ. გვჯერა და ვიცით, რომ ადრე თუ გვიან განბლოკვა მოხდება. ახლა არ მინდა ბევრი სამხედრო საიდუმლოების თქმა. დაე, ის დარჩეს, როგორც „საიდუმლო“. ამაზე მუშაობს უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც. ოპერაცია აუცილებლად იქნება წარმატებული და ჩვენ გადავრჩებით“, - განაცხადა მეთაურმა.

მან აღნიშნა, რომ აზოვის მებრძოლები არ იღლებიან მტრის ტანკების დაწვით, მათი მებრძოლების განადგურებით. 

„მტერი გამუდმებით ცდილობს ახალი ძალების შემოყვანას ბრძოლაში. უმოტივაციო და ბრძოლის უუნაროები არიან“, - აცხადებს აზოვის პოლკის მეთაური. 

აზოვის პოლკის მეთაურმა განაცხადა, რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

📢 მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია... ალბათ, პრეზიდენტმა არ იცის და შესაძლოა, ჰგონია აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს - მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

📢  რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად „ჰეზბოლას“ 800 მებრძოლს აგზავნის - „ნოვაია გაზეტა“

📢 სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა - ანტონ გერაშჩენკო

📢 განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

📢 კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან